„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვება. „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდის წარმომადგენლები.
სხდომაზე გუშინ, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებენ. დადგება თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, უცნობია. აღნიშნულზე კომენტარები არ გაკეთებულა.