გუშინდელ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ.
პარალელურად სასამართლოში უკვე დაწყებულია დაკავებულთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე განხილვები. საქმეებს მოსამართლე რიგითობით იხილავს.
დაკავებულთა დიდ ნაწილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
სამმართველოდან ამ დროისთვის სასამართლოს მიმართულებით დაახლოებით აქციის 20 მონაწილე გადაიყვანეს. სამმართველოს შენობაში დარჩენილ დაკავებულებთან სახალხო დამცველის წარმომადგენლები შევიდნენ.