logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პასუხისმგებლობა პროვოკატორებს ეკისრებათ
- +

21 ივნისი. 2019. 12:36

 

 

„გუშინდელი მოვლენები გრძელი თემაა, რომელიც ორ სიტყვაში ვერ ითქმის. საშუალება მომეცით, დავესწრო პოლიტიკური საბჭოს სხდომას და შემდეგ გავაკეთებ კომენტარებს“, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებზე, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა პროვოკატორებს ეკისრებათ.

 

„გავრილოვის განცხადებებს დიდად ნუ დაეყრდნობით. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, მაგ თემაზე ვიკრიბებით. პასუხისმგებლობა პროვოკატორებს ეკისრებათ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა დღეს 12:00 საათზე დაიწყო. პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner