logo_geo
eng_logo
თამარ გვარამაძე: აქციაზე დაკავებულების უმეტესობა აცხადებს, რომ დაკავებისას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია
- +

21 ივნისი. 2019. 14:17

 

სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძემ პარლამენტის შენობასთან აქციის დროს დაკავებული პირები მოინახულა და მათ პირადად გაესაუბრა.

 

მისი თქმით, დაკავებულების უმეტესობა წარდგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. გვარამაძის ინფორმაციით, დაკავებულების უმრავლესობა აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან დაკავებისას ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

 

„გუშინდელი დღიდან საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ძალიან აქტიურად ვაკვირდებით საპროტესტო აქციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ წუხელ უკვე მოვინახულეთ რამდენიმე დაკავებული ადამიანი და დღეს დილიდან ვაგრძელებთ მონიტორინგის პროცესს. ამ ფარგლებში გახლდით შსს-ს შენობაში, სადაც სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დილიდან ჰყავდათ 27 ადამიანი დაკავებული, აქედან ორი ადამიანი ხელწერილით იქნა გათავისუფლებული , ორი კი, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

 

პირადად მე და ჩემი კოლეგა გავესაუბრეთ 23 ადამიანს, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლების საფუძველზე ჰყავთ დაკავებული. ეტაპობრივად მოხდება მათი სასამართლოში გადაყვანა. მათი უმრავლესობა არ ეთანხმება იმ საკითხს, რომ მათ თითქოს ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მიიჩნევენ, რომ მათ მსგავსი რამ არ ჩაუდენიათ. გამოკითხვის დროს უმეტესობა მიუთითებდა, რომ პოლიციის მხრიდან დაკავების შემდგომ ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა რამდენიმე აღნიშნავს, რომ დაკავების დროს ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი ცალკეულ შემთხვევებში, მოხდა მათი ცემა და ა.შ. რამდენიმე მათგანმა, რომელმაც განაცხადა, რომ აქვს დაზიანება და რაც ოქმებშიც არის დაფიქსირებული, ვთხოვეთ, რომ ეჩვენებინათ ეს დაზიანებები, რამდენიმე მათგანი დაგვთანხმდა და გვაჩვენა კიდეც. უმრავლეს შემთხვევაში არც დაზიანება არ აქვთ და მსგავს პრეტენზიასაც არ გამოთქვამენ“,  -განაცხადა გვარამაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner