პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეს პარლამენტარი თუ ხარ და იმუნიტეტი გიცავს, რა არის? აი, ვერ ვხვდები! ანუ უფლება გაქვს, ააწიოკო ქვეყანა, გახლიჩო ერი შუაზე, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანო უდანაშაულო ხალხი, მერე მიატოვო და ისევ მიბრუნდე და მორალი გვიკითხოთ, იმიტომ, რომ პარლამენტარები ხართ? იმ ტყვიას გადაფარებოდით, ის გაზი ჩაგესუნთქათ, ბატონებო, რომ გარბიხართ გიჟებივით და მერე დავიჯერებ თქვენსას! ახალგაზრდებს შეეშვით, პოლიტიკოსებო! უთქვენოთაც არ დაიკარგებიან სუფთა და არაგათხვრილი ხელებით! თქვენი ბინძური თამაშით თქვენ ითამაშეთ! ერთ ახალგაზრდას არ აძლევთ მიკროფონს, რომ თავისი აზრი გამოთქვას და თქვენ ფიქრობთ მომავალზე? არა, ბატონებო, ეგ გავიარეთ, ჩემზე მეტი პატრიოტები არ ზიხართ მანდ და გავრილოვი ერის სირცხვილი რომ იყო, ეს ისედაც ვიცით, თქვენი სწავლება არ გვჭირდება!“ - წერს ნატო დუმბაძე.