logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: სოფლები რომ მოიაროთ, ბავშვების ცხოვრებაში ვერაფერს საამაყოს ვერ ნახავთ!
- +

1 ივნისი. 2016. 01:10



„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

 

„რა ხატოვანი სიტყვებით ვწერთ ხოლმე ბავშვთა დაცვის დღეზე და რა ცოტას ვაკეთებთ სინამდვილეში ბავშვთა დასაცავად.

 

 ქართული სოფლები რომ მოიაროთ, ბავშვების ცხოვრებაში ვერაფერს საამაყოს და სასიხარულოს ვერ ნახავთ. დანგრეული სახლ- კარი, დუხჭირი ყოველდღიურობა, უპერსპექტივობა. არაა ფერადი დღეები, არაა სიხარული: არაა კვება, ტანსაცმელი და წიგნებიც კი.

 

ნუ გაბრაზდება ნურც ჯანდაცვის მინისტრი და ნურც განათლების მინისტრი. ჩემ თავზე უფრო ვბრაზობ, ვიდრე თქვენზე. არჩევნებისას საგარეჯოში ჯანდაცვის მინისტრი ექიმებთან სააგიტაციო შეხვედრაზე ჩამობრძანდა. მე და ხათუნა ხოფერია ამომრჩევლის სატკივარის გასაზიარებლად მივედით. როცა ნინოწმინდასა და პატარძეულში ბავშვთა ონკოლოგოური დაავადების ზრდის თემაზე დავიწყე საუბარი, ჩემთვის პატივსაცემი სერგეენკო მიმტკიცებდა, რომ არასწორი ინფორმაცია მაქვს და ონკოლოგიაში საერთოდ ვერ ვერკვევი. მე არც მქონია პრეტენზია, რომ ონკოლოგიურ დაავადებათა ექსპერტი ვარ. პრობლემა მივიტანე მინისტრამდე, რომელსაც მოსმენის უნარი არ აღმოაჩნდა. დღეს ეს მინისტრები მოგვახსენებენ, როგორ ზრუნავს სახელმწიფო ბავშვებზე. რამდენი სკოლა გაარემონტეს და რამდენი ბავშვი განკურნეს, რასაც მხოლოდ ვაფასებ, მაგრამ გადახედეთ ქვეყანას...

 

ჩამოიხედეთ ქვემოთ, ხალხთან, კიდევ რამდენი ბავშვი კვდება არასრულყოფილი კვების გამო, შიმშილით, რამდენი საერთოდ ვერ დადის სკოლაში... თქვენ კი, 29 მილიონს რობის უკანალზე ხარჯავთ და არც იღებთ ხმას, რომ ჩვენი ტიპის ღატაკ ქვეყანას არა აქვს რობის უკანალზე დასახარჯი ფული.

 

 ერთი წელია მეორად ტანსაცმელს ვაგროვებ და საგარეჯოში ჩამაქვს. ფეხსაცმლის თასმაც არ რჩება. სოციალურად გაჭირვებული ოჯახები ყველაფერს ინაწილებენ. წვრილი საწარმოების გახსნა მაინც წაახალისოს სახელმწიფომ, სადაც ეროვნული მარკის ტანსაცმელი შეიკერება და დაურიგდება ამ შიშველ ხალხს. თქვენი "გლობალური" ბიზნესპროექტები ამ ადამიანებამდე ვერ აღწევს, ეს გესმით მაინც?! დღეს დაიწერება ბევრი ლამაზი სიტყვა ბავშვებზე. მომზადდება ტელესიუჟეტები, როგორ ეფერებით მათ.

 

არასაკმარისი და ზედაპირულია ეს ალერსი. 300 ბავშვი წელიწადში შიმშილით კვდება. 77 000 შიმშილობს."


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner