საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მივიდა, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
შენობაში შესვლამდე მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
„შევალ შიგნით, კომენტარს იქ გავაკეთებ“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
პოლიტსაბჭოს სხდომას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე და პოლიტსაბჭოს სხვა წევრები ესწრებიან.
სხდომაზე სავარაუდოდ, თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა.