პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შეცვალოს.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნება“ სპიკერის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.
რეგლამენტის შესაბამისად, არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნდობა დეპუტატებმა უნდა გამოუცხადონ, მას ამ თანამდებობის დაკავებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა.