logo_geo
eng_logo
აქციაზე დაკავებულ 14 პირს პატიმრობა მიესაჯა
- +

21 ივნისი. 2019. 15:43

რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება. დაკავებულებიდან 14 ადამიანს სასამართლომ 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

 

დაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებს, აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკონ.

 

„აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე - 126“,- წერია განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner