„პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ამ ეტაპზე მეტი კანდიდატურაც არ განიხილება და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას“, - განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.