ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვის მინისტრის იბრაჰიმ გასეევის „ბრძანებით“, ადგილობრივი „შეიარაღებული ძალების და მმართველობის“ სამხედრო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო.
„განხორციელდა რიგი ღონისძიებათა კომპლექსი, პირადი შემადგენლობის დროულად მობილიზების მიზნით და შესაბამისმა სამხედრო ტექნიკამ მატერიალური რესურსები და საბრძოლო მასალა დროულად განათავსა დანიშნულების პუნქტებზე“, - ნათქვამია ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
„სამხედრო მზადყოფნის შემოწმება დღისით და ღამით სამომავლოდ ხშირად გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.