logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ ცხინვალში საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო
- +

21 ივნისი. 2019. 17:11

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვის მინისტრის იბრაჰიმ გასეევის „ბრძანებით“, ადგილობრივი „შეიარაღებული ძალების და მმართველობის“ სამხედრო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო.

 

„განხორციელდა რიგი ღონისძიებათა კომპლექსი, პირადი შემადგენლობის დროულად მობილიზების მიზნით და შესაბამისმა სამხედრო ტექნიკამ მატერიალური რესურსები და საბრძოლო მასალა დროულად განათავსა დანიშნულების პუნქტებზე“, - ნათქვამია ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

 

„სამხედრო მზადყოფნის შემოწმება დღისით და ღამით სამომავლოდ ხშირად გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner