logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ყველა, ვინც ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივში გარდაქმნას, უმკაცრესად იქნება დასჯილი
- +

21 ივნისი. 2019. 17:27

 

„ყველა ადამიანი, ვინც მოუწოდებდა, მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციაში და პარლამენტისა და პოლიციელების წინააღმდეგ შტურმში გარდაქმნას, უმკაცრესად იქნება დასჯილი“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აღძრა ძიება, რაც  ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ნიშნავს.

 

როგორც მინისტრმა, აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს დეტალურად შეისწავლის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner