„ყველა ადამიანი, ვინც მოუწოდებდა, მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციაში და პარლამენტისა და პოლიციელების წინააღმდეგ შტურმში გარდაქმნას, უმკაცრესად იქნება დასჯილი“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აღძრა ძიება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ნიშნავს.
როგორც მინისტრმა, აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს დეტალურად შეისწავლის.