logo_geo
eng_logo
ბრიუსელში დღეს საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებენ
- +

1 ივნისი. 2016. 10:10


ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი (COREPER) დღეს საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის დაწესებაზე იმსჯელებს.



საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხიCOREPER-ის სხდომის დღის წესრიგში 24 მაისსაც იყო ჩანიშნული, თუმცა, ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.



20 მაისს კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, ბრიუსელში გამართულ სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკითხი გატანილი იქნება COREPER-ის სხდომაზე.



დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ტერეზა მეის ინფორმაციით, აღნიშნულ სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ COREPER-ის სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი თანხმობის მისაღებად იქნება გადატანილი, რათა ევროპარლამენტთან შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყოს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner