logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე ელჩებს ხვდება
- +

21 ივნისი. 2019. 18:09

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდება და თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას აწვდის.

 

შეხვედრას საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, თურქეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.

 

შეხვედრის ამსახველ ფოტოს საქართველოში ავსტრიის ელჩი არად ბენკო ავრცელებს.

 

„კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა საქართველოსთვის მთავარ მიზნად დარჩება. აუცილებელია დეპოლარიზაცია“, - აღნიშნავს დიპლომატი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner