ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის თეატრის მსახიობი დემეტრე ნაყოფია საავადმყოფოში მოინახულა და მკურნალ ექიმებს შეხვდა.
„ნეიროქირურგის მიერ ერთი ოპერაცია დემეტრეს უკვე ჩაუტარდა. ამ წუთებში მიმდინარეობს მეორე ოპერაცია. ექიმების შეფასებით, მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. დაზუსტებით შეიძლება თქმა, რომ მას თვალი შეუნარჩუნდა. რამდენად იმოქმედებს ეს შემთხვევა მხედველობის ხარისხზე, ამ ეტაპზე ამის თქმა ექიმებს უჭირთ, ეს რეაბილიტაციის პროცესში გამოიკვეთება“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
დემეტრე ნაყოფიას აქციის დაშლის დროს რეზინის ტყვია მარცხენა თვალში მოხვდა. ექიმებმა ქირურგიული ჩარევის შედეგად ახალგაზრდა მსახიობს თვალი შეუნარჩუნეს