logo_geo
eng_logo
„ლესტერის" წარმატების მისტიკური საიდუმლო
- +

1 ივნისი. 2016. 10:38


„ლესტერის" ჩემპიონობის ამბავი, ალბათ, ყველას გსმენიათ. არ აქვს მნიშვნელობა,

ფეხბურთის მოყვარული ხართ თუ არა, ამ მოკრძალებულმა გუნდმა პრემიერ­ლიგა

ყველასთვის მოულოდნელად მოიგო და მთელი საფეხბურთო სამყარო ამოატრიალა.

ბრიტანეთის საზოგადოების ერთი ნაწილი ამ გრანდიოზულ წარმატებას ინგლისის მეფეს

რიჩარდ III­ს (1452­1485) უკავშირებს.


1455­85 წლებში ინგლისში ვარდების ომი იყო გაჩაღებული. სამეფო ტახტისთვის ორი

საგვარეულო ­ ლანკასტერები და იორკები იბრძოდნენ. სწორედ იორკების

წარმომადგენელი გახლდათ რიჩარდ III, რომელიც 1485 წლის აგვისტოში ჰენრი

ტიუდორთან შეტაკებისას ბოსუორტთან ბრძოლაში დაიღუპა.

სწორედ ბოსუორტთან ახლოს მდებარეობდა ქალაქი ლესტერი. 2012 წელს ბრიტანელმა

არქეოლოგებმა ინგლისის ისტორიაში ერთ­ერთი ყველაზე ხმაურიანი აღმოჩენა გააკეთეს.

ქალაქ ლესტერში წარმოებული გათხრებისას, ავტომობილების პარკინგის ქვეშ, დაღუპული

მეფის ნეშტს მიაგნეს. თურმე, ძველად ამ ადგილზე ფრანცისკანული მონასტერი ყოფილა,

რომელშიც რიჩარდ III დაუკრძალავთ. ძვლების გენეტიკურმა ექპერტიზამ არქეოლოგთა

ვარაუდები დაადასტურა.



ახლა რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ „ლესტერს". მისი წარმატებული პერიოდი ამ

აღმოჩენიდან იწყება. იღბლის პირველი გამოვლინება ის იყო, რომ კლუბმა უმაღლეს

დივიზიონში ადგილი სასწაულებრივად შეინარჩუნა და ჩემპიონშიპში არ გავარდა. მეორე

უფრო დიდი სასწაული კი, როგორც ხედავთ, წელს მოხდა. მეფის სულის „მფარველობით",

ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს.



ახლა ყველაზე საინტერესო. მოგეხსენებათ, რიჩარდ III იორკის გვარს ეკუთვნოდა ამიტომ

მის დაკრძალვას იორკში აპირებდნენ, თუმცა ლესტერელებმა იორკელებს მეფის ძვლები

არ მისცეს და საკუთარ კათედრალურ ტაძარში დიდი ზარ-ზეიმით დაასაფლავეს. შედეგი

საკმაოდ კონტრასტული აღმოჩნდა ­ მიმდინარე სეზონში „ლესტერი" ჩემპიონი გახდა,

ხოლო „იორკ სიტიმ" მეოთხე ლიგის ბოლო 24­ე ადგილი დაიკავა და პროფესიონალური

დივიზიონიდან გავარდა.


 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner