logo_geo
eng_logo
ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს
- +

21 ივნისი. 2019. 21:27

 

 

ირაკლი ოქრუაშვილი შსს-ში დაბარების მიუხედავად გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს, თუმცა მზადაა სასამართლოში მივიდეს, ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა. ოქრუაშვილი ამბობს, რომ შსს-დან ტელეფონით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გამოკითხვაზე იბარებდნენ.

 

სატელეფონო შეტყობინება მივიღე და ვაცნობე, რომ მოსამართლესთან გამოვცხადდები, როცა შემატყობინებენ დროს"- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ  უგულავას, მელიასა და ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხავენ.

 

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

 

ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 55 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი. შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner