logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი : ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, თეირანს განადგურება ემუქრება
- +

22 ივნისი. 2019. 10:49

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, თეირანს განადგურება ემუქრება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „NBC“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მას ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ომი არ სურს და მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი მაინც წარმოიშვება, ირანი განადგურდება.

 

ამასთან ერთად, ინტერვიუს დროს დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილ ავიაიერიშზეც ისაუბრა, რომელიც მან ბოლო მომენტში გააუქმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას შეატყობინეს, რომ საჰაერო შეტევას 150 ირანელი შეეწირებოდა. ეს კი არ მოეწონა და გადაწყვეტილება შეცვალა.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაიძაბა. ცოტა ხნის წინ ომანის ყურეში ნავთობის ტანკერებზე თავდასხმა განხორციელდა.

 

ვაშინგტონმა მომხდარში თეირანი დაადანაშაულა და რეგიონში ვითარების გამწვავების ფონზე სამხედრო კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ირანი აშშ-ის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner