logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: დაინგრა დარბაზი... 5 წუთის განმავლობაში ფეხზე იდგა ირაკლი და ამ სიყვარულს მადლიერებით პასუხობდა!
- +

1 ივნისი. 2016. 10:45


ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა პოეტ რეზო ამაშუკელის საიუბილეო საღამოსთან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართა, facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:



ისეთი დიდი ემოციებით დავბრუნდი სახლში, რომ უნდა მოგიყვეთ! რამდენი ხანია, ასეთი თბილისი არ მინახავს, ის ინტელიგენცია, სააკაშვილმა რომ ჩარეცხა, ის მამების და პაპების თაობა, ნაღდები, გულიანები, განათლებულები, დღეს რუსთაველის თეატრში

იყო შეკრებელი, რეზო ამაშუკელის პოეზიის საღამოზე.

 

აქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ ჭირდებოდათ საზოგადოების რევერანსები, არც

გამოჩენა უკვირდათ, არც ჩაცმა და არც პერო ეკეთათ! ყველა ყველას იცნობდა, ეფერებოდა, აქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც გუშინ პირველი კაცები იყვნენ, არც არაფერი უკვირდათ და არც არაფერი აოცებდათ! ბატონი რეზოს გულიანი ლექსები, ტაში, ცრემლები, სიყვარული

სუფევდა!

 

იყო ერთი განსაკუთრებული მომენტი, ბატონმა რეზომ სცენიდან დიდი სიყვარულით

ახსენა: ბედნიერი კაცი ვარ, რომ დღეს ამ დარბაზში ზის ქართველი, პატრიოტი კაცი ირაკლი ღარიბაშვილი... დაინგრა დარბაზი. 5 წუთის განმავლობაში ფეხზე იდგა ირაკლი და ამ სიყვარულს მადლიერებით პასუხობდა! დიახ, ასე უნდა იცხოვრო კაცმა, მადლობა ბატონ რეზოს ამ ლამაზი საღამოსთვის და ვულოცავ 80 წლის იუბილეს, კიდევ დიდხანს გვიმყოფოს უფალმა ასეთი ნიჭიერი პოეტი ერს!" - წერს ჯღარკავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner