logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: თუ პოლიტიკურად მშიერმა „მელამ“ მეორე ბარტყიც ხელში ჩაიგდო, მესამე ბარტყის პრობლემა საერთოდ არ ექნება, რამეთუ...
- +

22 ივნისი. 2019. 12:04

"ჩიტი და მელა"
****************
(თანამედროვე იგავი)

 

გოგებაშვილის „დედაენაზე„ გაზრდილ თაობებს კარგად ახსოვთ:

 

„- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო?!
- რაო, ბატონო მელაო?!
- ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ... ცულს მოვიტან, ცუნცულასა..." და ა შ.

 

ერთი სიტყვით, პირველი „ბარტყი“ მელას „დამფრთხალმა“ ჩიტმა - ჩიორამ (თაქთაქიშვილმა კი არა) „გადაუგდო"...

 

ვინმე ნორმალური აზროვნების ადამიანი ფიქრშიაც კი დაუშვებდა იმ ვარიანტს, რომ ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნის დაკმაყოფილება რეალურად განმუხტავდა უაღრესად დაძაბულ ვითარებას?.. რომ მმართველი გუნდის ეს ნაბიჯი იქნებოდა საკმარისი და დამამშვიდებელი ხელისუფლების ოპონენტებისთვის?

 

როცა „ჩიორამ“ პირველი „ბარტყი“ - პარლამენტის თავმჯდომარე „გადაუგდო“ პოლიტიკურად მშიერ, აგრესიულ, ულტიმატუმის და მუქარის ენით მოკონტაქტე
„მელას“, მიტინგზე უმალ გამოჩნდა პლაკატები წარწერით „გადამდგარი კობახიძე გაირჭეთ ტრ...ში!“

 

ადამიანური ურთიერთობის თუ პოლიტიკური კორექტულობის დემონსტრირების ამ კლასიკური შემთხვევაში იტყვიან ხოლმე „აჰა, ესეც მონბლანი!“, ანუ, პოლიტიკურად სწორად(!) გამიზნული, მაქსიმალურად აგრესიული მოთხოვნის რეალურნა შედეგმა ოპოზიციის „მადა“ არამცთუ დააკმაყოფილა, არამედ...

 

„მაიტა „მეორე ბარტყი!“ - თითის ქნევით ითხოვენ „მშვიდობიანი“ პროტესტანტების სიმრავლით და პოლიციასთან წინა ღამით პროვოცირებული შეტაკებით „მადა - გაშმაგებული“ ლიდერები.

 

გადასანსლავად გამიზნული მეორე „ბარტყი“ კი გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

 

ეს გახარია ყველას ყელში ყავს გაჩხერილი. ყ ვ ე ლ ა ს !!!

 

დიახ, ყველას, ე.წ. შინაურსა და გარეულს და ამას აქვს თავისი სუბიექტური თუ ობიექტური საფუძველი. ეს სხვა თემაა და, ასევე, სხვა დროსაა განსახილველი.

 

და თუ პოლიტიკურად მშიერმა „მელამ“ ეს მეორე ბარტყიც ხელში ჩაიგდო (და, სავარაუდოდ, ალბათ, ჩაიგდებს კიდეც), მესამე ბარტყის პრობლემა საერთოდ არ ექნება, რამეთუ...

 

არა მარტო „დაგორებული“ იქნება ორი თავი ყველაზე რეალური ძალის მქონე და შედეგიანად, ჯიუტად მოქმედი, მმართველი გუნდის მამიძრავებელი მოტორი-პოლიტიკოსებისა, არამედ ავტომატურად ამოქმედდება „დომინოს პრინციპი“ - ერთი მეორეს მიყოლებით „მელა“ პირს ჩაიტკბარუნებს ხონჩით მირთმეულ, საძულველი და მოდური პოლიტიარლიყით დამშვენებულ, მორალურად ჩაქოლილ და ფიზიკურად საჯიჯგნად გამზადებულ, კოლექტიური „მელასთვის“ მიუღებელ და პირადი ანგარიშსწორებისთვის განწირულ ყველა „ბარტყს“ პრემიერ მამუკა ბახტაძით დამთავრებული, ანუ, ჩამოიშლება მთელი(!) ხელისუფლება((!)...

 

ქვეყნის გარეთ დაგეგმილ - ჩაფიქრებული ხელისუფლების შეცვლის პროცესის და 2012 წლის შემოდგომის შემდგომი პერიოდის ურთიერთბრძოლის ფინიშიც ეს იქნება.

 

დავიჯერო ეს „შედეგი“ არ აქვს შეგნებული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას? და კობახიძე-გახარიას მსხვერპლშეწირვის იმედად არის?

 

...ბოლო დღეებში გადადგმული სახელუსყფლებო ნაბიჯები რაღაც ეჭვს აჩენს. არა იმ პოლიტიკური იდიოტობის თაობაზე, რუსეთისთვი ქვეყნის გადაბარების „რაღაც გეგმაზე“ რომ გაჰკივიან პრიმიტივი „პუბლიცისტკების“ დონეზე დასული ძველი კმარელი და ახლა უფრო გათავხედებული, წვერულვაშმოშვებული და ასაკ-წელ-მომატებული, ბიუჯეტის ფულის გემოგასინჯული ყოფილი „ვარსკვლავბიჭუნები“.

 

არ მომწონს ეს ვითარება. სახიფათოა!!!

 

არ მომწონს, უწინარესად და უმთავრესად, იმიტომ რომ დაარღვევს ბოლო წლების ერთადერთ რეალურ და საანაყო მონაპოვარს - კონსტიტუციით განსაზღვრულ საარჩევნო ციკლის დაცვის პრაქტიკას, რაც, უყოყმანოდ დადებით და საამაყო ტრადიციად რეალურად ხირციელდებოდა.

 

რა თქმა უნდა, საფრთხე მხოლოდ ამ „ვარაუდში“ არ იკვეთება. მაგრამ, პირადად ჩემთვის, ამოსავალი წერტილი ამ სიბრტყეშია.

 

სწორედ ამიტომ ვერ შევძახებ აღტაცებით: ტაში, კუკური!!!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner