logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები და მაქსიმალურად დავიცავთ ლეგიტიმურ ინტერესებს
- +

22 ივნისი. 2019. 14:17

 

„ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები  და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს - ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებს.

 

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე ქვეყნის შიგნით, თანაბრად აზიანებს როგორც ქვეყნის სუვერენიტეტს, ისე მოქალაქეების კეთილდღეობას.

 

„პასუხისმგებლობის მქონე მთავრობის ყოველდღიური ზრუნვის საგანია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის დაცვა. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე ქვეყნის შიგნით, თანაბრად აზიანებს ორივე ინტერესს.

 

მიუხედავად ემოციური ფონისა, ჩვენ არ გავხდებით ამ დღის წესრიგის მძევალი, ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები  და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს - ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner