logo_geo
eng_logo
პარლამენტში ზაქარია ქუცნაშვილის ადგილმონაცვლის ასარჩევად, ოქტომბერში დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში შუალედური არჩევნები გაიმართება
- +

22 ივნისი. 2019. 14:37

 

მიმდინარე წლის ოქტომბერში დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება.

 

შუალედური არჩევნების გამართვას „ქართული ოცნების“ დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის გადაწყვეტილება იწვევს, რომელიც პარლამენტის მანდატს ტოვებს და საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართავს.

 

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გამართვით გამოწვეული მოვლენების გამო, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

 

ქუცნაშვილი დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner