სალომე ჭელიძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორობა თავის თავზე აიღო.
საზოგადოებამ, ზუგდიდის მერის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებული აუდიოჩანაწერი იხილა, რომელშიც სალომე ჭელიძე ფიგურირებდა და რომლის მიხედვითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების შედეგის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიგებენ თუ წააგებენ, უნდა „აედუღებინა“ ზუგდიდი, აჭარა და შემდგომ მთელი საქართველო.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი სალომე ჭელიძე პარლამენტის შენობასთან შეკრებილ ადამიანებს სამოქალაქო აქტივისტის სახელით წარუდგა და იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური იდეების გამტარებელი და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული მხარდამჭერია, ტრიბუნიდან ხმამაღლა არ ისაუბრა.