logo_geo
eng_logo
სავჩენკოში გაცვლილი ერთ-ერთი სამხედრო საკუთარ სადარბაზოსთან მოკლეს
- +

1 ივნისი. 2016. 10:51


უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნადეჟდა სავჩენკოს თავისუფლების სანაცვლოდ უკრაინის მიერ გათავისუფლებული ორი სამხედროდან ერთ­ერთი - ევგენი ეროფეევი დღეს დილით, 9 საათზე, საკუთარ სადარბაზოში მოკლეს. ეროფეევი ადგილზე დაიღუპა.



თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ დაინახეს მამაკაცი შავ ტანსაცმელში, რომელმაც ორი გასროლა განახორციელა, ერთი ზურგში და საკონტროლო გასროლა გულში, რომლის შემდეგ მან სადარბაზო დატოვა.

 

ეროფეევის მკვლელობას უარყოფს მისი ადვოკატი ოქსანა სოკოლოვსკაია. ადვოკატი აცხადებს, რომ ესაუბრა ეროფეევს და მას არაფერი შემთხვვია.

 

„ეს მორიგი სიცრუეა. არ ვიცი, ვის სჭირდება ეს ტყუილი. ველაპარაკე ეროფეევს. მასთან ყველაფერი ნორმალურადაა“, - აცხადებს სოკოლოვსკაია.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner