საქართველოს პარლამენტთან აქციის დროს სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, მიმდინარეობს ყველა ცალკეული შემთხვევის შესწავლა.
საქართველოს პირველი არხის შეკითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება 20 ივნისს, პარლამენტთან გამართული აქციის დროს, აქციის მონაწილეების დაშავების ფაქტებზე, პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის დადგენის მიზნით, პროკურატურიდან წერილობით უპასუხეს.
„საქართველოს პროკურატურა სწავლობს ყველა ცალკეულ შემთხვევას და შემდგომ სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.