logo_geo
eng_logo
ზაზა სოფრომაძე: ძალიან მალე გვეცოდინება ოპერაციის შედეგები
- +

26 თებერვალი. 2016. 16:55



ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე აცხადებს, რომ პეტრიაშვილისთვის მიყენებული ჭრილობები სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.


„წინასწარი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას თავის არეში აღენიშნება რამდენიმე ჭრილობა-დაჟეჟილობა, თუმცა თავის ტვინი დაზიანებული არ არის. გარდა ამისა, მას აღენიშნება რამდენიმე ცეცხლსასროლი ჭრილობა ქვემო კიდურებში. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ეს ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებადი არ არის. ახლა ამ წუთებში მუშაობს ქირურგების მულტიპროფილური ჯგუფი და ძალიან მალე გვეცოდინება ოპერაციის შედეგები", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.


 

იხილეთ:


ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს: http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=999




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner