ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების საქმის პროკურორის ვაჟა თოდუას თუ ვინმეს, მათ შორის მოწმის, გოჩა კოკაიას დანაშაული გამოიკვეთება, აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის საკითხიც.
„როგორც გამოძიებით დადგენილია, ბრალდებულმა დაამზადა აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებები, თუმცა მისი გადატანა ვერ მოახერხა, ვინაიდან გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ იქნა ამოღებული . მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მოსაპოვებელი აქვს ასევე სხვა მტკიცებულებები, რომელთა შეკრების შემთხვევაში, ბუნებრივია, ბრალდების მხარე სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელებს. კოკაია არის მოწმე, რომელიც ადასტურებს საქმის გარემოებებს, თუ გამოიკვეთება, რომ მას ჩადენილი აქვს რაიმე სახის დანაშაული, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება“, - განაცხადა ვაჟა თოდუამ.