logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ამათ სულის ამოხდას ველოდები, თუნდაც მთელი ცხოვრება მომიწიოს ცდა
- +

1 ივნისი. 2016. 11:02


აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


თავის დროზე უნდა დამეწერა, მაგრამ შეგნებულად შევიკავე თავი. ისეთი ხალხი ლაპარაკობდა სამართლიანობაზე, ძალადობაზე და ა.შ., რომ სირცხვილისგან მე ვიწვოდი, გულისრევაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სათქმელს ახლა ვიტყვი (თუმცა, ახალს არაფერს), რადგან ვფიქრობ, არამზადა სააკაშვილის მიერ გაუბედურებული ოჯახების აზრი უნდა აინტერესებდეს ხელისუფლებას და არამარტო მას.

 

 

ვინმე არის ნორმალური, ვისაც ბოკერიასნაირი სისხლისმსმელების ძვლების დანგრევა არ ესიამოვნება? პირადად, დანგრევას კი არა, ამათ სულის ამოხდას ველოდები, თუნდაც, მთელი ცხოვრება მომიწიოს ცდა, მაგრამ არა ,,მსხვერპლის" როლში, არა და არა!!! იმიტომ კი არა, რომ სხვაზე კეთილშობილი ან მიმტევებელი ვარ. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ვინც არ უნდა იყოს, როცა მსხვერპლად იქცევა, ის უკვე საცოდავია. საცოდავზე გამარჯვებას არ ვთვლი სრულ ტრიუმფად, თორემ ბოლო-ბოლო, ჩაუსაფრდები კაცი და გაუტეხავ თავს. ამ ნაძირლებს, მხოლოდ და მხოლოდ, კანონით უნდა აგებინო პასუხი, დასაჯო უმაღლესი სასჯელით. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ესენი არიან მწამბლები, კაცების გამაუპატიურებლები, საკუთარი ხალხის მძარცველები და გამყიდველები. მათმა შთამომავლობამ (რა დააშავეს, მაგრამ მაინც) უნდა იცოდეს, რას წარმოადგენდნენ მათი წინაპრები... აი, ესაა გამარჯვება, ჩემი აზრით", - წერს შარაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner