logo_geo
eng_logo
მურუსიძემ აქციაზე დაკავებული სამი პირი სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პატიმრობიდან გაათავისუფლა
- +

23 ივნისი. 2019. 23:25

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამი მოქალაქე, ირაკლი ხვადაგიანი, ცოტნე ცხვედიანი და იოსებ თხელიძე სამართალდამრღვევებად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან მურუსიძემ მიიღო.

 

სამივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

 

20 ივნისს აქციაზე 305 ადმინისტაციული წესით დაკავებულიდან ადმინისტრაციული პატიმრობა 21 ივნისს 121 პირს შეეფარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner