რუსული მედიის ცნობით, გროზნოში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის რეზიდენციასთან თავდასხვა მოხდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი.
თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე მოკლეს, ხოლო მეორე მოგვიანებით, ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.
რუსული მედიის ინფორმაციით, რამზან კადიროვის რეზიდენციის წინ საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა დოკუმენტების შემოწმების მიზნით ავტომობილი გააჩერეს. მძღოლმა პოლიციის თანამშრომელს დანა დაარტყა. ინციდენტის შედეგად დაშავებულია პოლიციელი და გვარდიის თანამშრომელი.