logo_geo
eng_logo
სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა
- +

24 ივნისი. 2019. 10:41

 

 

სტამბოლის მერის არჩევნები თურქეთში ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდა და მმართველმა პარტიამ ამ ქალაქზე კონტროლი დაკარგა. ამის შესახებ BBC წერს.

 

ოპოზიციონერ ეკრემ იმამოღლუს ხმების 54% აქვს. მისი ოპონენტი, ყოფილი პრემიერი ბინალი ილდირიმი შეშფოთებულია, პრეზიდენტმა ერდოღანმა კი იმამოღლუს გამარჯვება მიულოცა.

 

სტამბოლში მერის არჩევნები მეორედ ჩატარდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ერდოღანი 31 მარტის არჩევნების მეორედ ჩატარების მომხრე იყო, რადგან მისი თქმით, ხმის მიცემის პროცესი დანაშაულებრივი ქმედებების ფონზე ჩატარდა.

 

თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქალაქ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა. არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner