ინდოეთში რელიგიურ დღესასწაულს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სულ მცირე 14 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს. ამის შესახებ BBC წერს.
ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, უზარმაზარი კარავი, რომელშიც რელიგიურ დღესასწაულზე შეკრებილი ინდოელები იყვნენ, ჩამოიშალა. ზოგ ადამიანს დენმა დაარტყა.
მომხდარის გამო დაწყებულია გამოძიება. მომხდარს სამწუხარო უწოდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ.