logo_geo
eng_logo
ქალაქ აბჰას აეროპორტის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- +

24 ივნისი. 2019. 11:14

 

იემენელი შიიტი ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის ქალაქ აბჰას აეროპორტის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

 

ტელეკომპანია „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად სხეულის დაზიანება 21 ადამიანმა მიიღო. დაშავებულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

 

ამბოხებული შიიტი ჰუსიტების მიერ კონტროლირებული ტელეკომპანია „ალ-მასირას“ ცნობით, იერიში განხორციელდა ქალაქ ჯიზანის აეროპორტზე. სამოქალაქო აეროპორტებზე თავდასხმებისთვის, იემენელმა ჰუსიტებმა უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს. შიიტი ჰუსიტები ამბობენ, რომ ეს არის პასუხი იემენში, საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის სამხედრო ოპერაციაზე.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner