logo_geo
eng_logo
2018 წლიდან ადევნების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და გარყვნილი ქმედების საქმეებზე პატიმრობა 39 პირს შეეფარდა
- +

24 ივნისი. 2019. 11:19

 

ადევნების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და გარყვნილი ქმედების მუხლებით 2018 წლიდან 2019 წლის მაისის თვის ჩათვლით, სასამართლომ სულ 60 საქმე განიხილა, მათგან 34 საქმე 2018 წელს, ხოლო 26 – 2019 წლის 5 თვის განმავლობაში. ჯამში, თავისუფლების აღკვეთა 39 პირს შეეფარდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ უზენაესი სასამართლოდან გამოითხოვა.

 

უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2018 წელს 1511 მუხლით, რომელიც ადევნებას, პირის უკანონო თვალთვალსა ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას გულისხმობს, სასამართლომ 13 საქმე განიხილა, რომელშიც ბრალდებული 13 პირი იყო. მათგან თავისუფლების აღკვეთა 6 პირს შეეფარდა, პირობითი მსჯავრი 6 პირს დაედო, ხოლო საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 1 პირს დაეკისრა. 2019 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში იმავე მუხლით 14 საქმე აღიძრა, რომელშიც 14 პირი იყო ბრალდებული. მათგან 4-ს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, 7 პირს - პირობითი მსჯავრი დაედო, 3 პირს კი ჯარიმა დაეკისრა.

 

2019 წელს 111-1511 მუხლით (იგივე დანაშაული, რომელიც ოჯახში იქნა ჩადენილი) სასამართლომ 5 საქმე განიხილა, რომელშიც 5 პირი იყო ბრალდებული. თავისუფლების აღკვეთა 4 პირს შეეფარდა, ერთს კი პირობითი მსჯავრი დაედო. 2019 წლის მაისის ჩათვლით იმავე მუხლით 2 საქმე იყო განხილული, იყო 2 ბრალდებული, მათგან 1 პირს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ერთს კი დაედო პირობითი მსჯავრი.

 

2019 წელს 138-ე მუხლით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) სასამართლომ 6 საქმე განიხილა, რომელშიც ბრალდებული 7 პირი იყო. მათგან თავისუფლების აღკვეთა 6-ს შეეფარდა, ხოლო 1 პირი გამართლდა. იმავე მუხლით 2019 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში განაჩენი 2 საქმეზე იქნა გამოტანილი, რაშიც 2 პირი იყო ბრალდებული და ორივე მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

 

2019 წელს 111-1381 მუხლით (ოჯახში ჩადენილი იგივე დანაშაული) სასამართლოს არც ერთი საქმე არ განუხილავს, 2019 წელს კი, მაისის თვის ჩათვლით განაჩენი 1 საქმეზე იქნა გამოტანილი და ბრალდებული 1 ადამიანი გამართლდა.

 

2019 წელს 141-ე მუხლით (გარყვნილი ქმედება, ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) სასამართლომ 9 საქმე განიხილა. ბრალდებული 9 პირიდან თავისუფლების აღკვეთა 8 პირს შეეფარდა, ხოლო 1 გამართლდა. 2019 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში იმავე მუხლით სასამართლომ 7 საქმე განიხილა 8 ბრალდებულთან დაკავშირებით, მათგან თავისუფლების აღკვეთა 7 პირს მიუსაჯა, ხოლო 1 გაამართლა.

 

2019 წელს 111-141 მუხლით, ე.ი. იმავე დანაშაულზე, რომელიც ოჯახში იქნა ჩადენილი, 1 საქმე იქნა განხილული, ბრალდებული 1 პირი იყო, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ მუხლით საქმე 2019 წელს არ განხილულა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner