logo_geo
eng_logo
უკრაინის ცესკო-მ მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატებს რეგისტრაციაზე უარი უთხრა
- +

24 ივნისი. 2019. 11:26

 

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ახალ ძალთა გაერთიანების“ კანდიდატებს არჩევნებზე რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

უკრაინის ცესკო-ს განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტმა არჩევნები 21 მაისის ბრძანებით დანიშნა და შესაბამისად, პარტიის პოლიტსაბჭო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს 8 მაისის სხდომაზე ვერ განიხილავდა. ასევე, ცესკო-ს ცნობით, 10 ივნისს პარტიის რიგგარეშე ყრილობა წესდების დარღვევით ჩატარდა.

 

ცესკო-ს ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილებისა და პარტიის ყრილობის ოქმის ასლებს პოლიციაში გადააგზავნიან, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოხდეს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner