ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. ის ევროკავშირის მიერ გამოყოფილ სუბსიდიებთან დაკავშირებით თაღლითობაშია ეჭვმიტანილი.
აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტში არანაკლებ 250 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ეს აქციები 1989 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ ყველაზე მასშტაბურად მიიჩნევა.
მილიარდერი ბაბიში „უკმაყოფილო მოქალაქეთა პარტიის“ დამფუძნებელია. 2017 წლის 20-21 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბაბიშის პარტიამ პირველი ადგილი დაიკავა ხმათა თითქმის 30%-ით, წარსულში ქვეყნის ყველაზე მსხვილმა „სოციალ-დემოკრატების პარტიამ“ კი ხმების მხოლოდ 7% მიიღო.