საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო რუსული ავიაკომპანიები 2,3-დან 3 მილიარდ რუბლამდე იზარალებენ (47 600 000 დოლარზე მეტი). ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს.
ამავე ინფორმაციით, კრემლის მიერ დაწესებული შეზღუდვები 155 ათას რუს ტურისტს შეეხება, რომლებსაც ავიაკომპანიებმა გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნონ. პუტინის განკარგულებით, რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენა 8 ივლისიდან უნდა შეწყვიტონ.
საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შემდეგ, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურ სამსახურს 2 დღის განმავლობაში, 700 მოქალაქემ მიმართა.