logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: უმრავლესობის სხდომაზე გახარიას ყოფნის აუცილებლობა არ იყო
- +

24 ივნისი. 2019. 12:54

 

„პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს სურვილი იმისა, რომ ხვალ ის იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, უნდა შემოვიდეს დიალოგში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საპროტესტო მუხტი, რაც არის, გადავიტანოთ სასაუბროდ მაგიდასთან“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ ყველა ის პოლიტიკური პარტია , რომელიც კონსტიტუციის ფარგლებში ხედავს ქვეყნის მომავალს და განვითარებას, მზად ვართ დიალოგისთვის და სასესიო კვირის ბოლოს უკვე დაიწყება განხილვები ამ რეფორმასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ბევრი პოლიტიკური პარტია, ვისაც აქვს სურვილი იმისა, რომ ხვალ ის იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, უნდა შემოვიდეს დიალოგში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საპროტესტო მუხტი რაც არის გადავიტანოთ სასაუბროდ მაგიდასთან“,- განაცხადა კალაძემ.

 

ამასთან, კითხვაზე - რატომ არ იმყოფებოდა გიორგი გახარია უმრავლესობის სხდომაზე და იყო თუ არა მასზე საუბარი, კალაძე ამბობს, რომ ეს თემა პოლიტსაბჭოზე არ განხილულა.

 

„ეს იყო უმრავლესობის სხდომა. ბატონი გიორგი გახარიას უმრავლესობის სხდომაზე ყოფნის აუცილებლობა არ იყო. არ ყოფილა მასზე საუბარი“,-აღნიშნა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner