თურქეთში, სტამბოლში პოპულარული ტელეპროექტი „Turkey's got talen" ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მოცეკვავე მანუჩარ ხუბულავაც იღებდა.
კონკურსში, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, ხუბულავას ძლიერი მეტოქეები ჰყავდა.
„ჟიურის წინაშე წარვსდექით ჩვენი კავკასიური ნომრით და გადავედით შემდეგ ეტაპზე. კონკურსს საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს და მასში მონაწილეობა მისი პრესტიჟულობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. ფინალამდე საკმაოდ დაძაბული ტურები იყო, თუმცა საკმაოდ წარმატებით გავიარეთ ყველა ტური და საბოლოოდ აღმოვჩნდით ფინალში. სადაც სამწუხაროდ ერთ-ერთ თურქ ნიჭიერ მონაწილესთან დავმარცხდით, თუმცა ჩვენთვის მიღწეული შედეგიც არ იყო ურიგო, რადგანაც ვიღებდით ზარებს მხარდამჭერებისგან და შევიძინეთ ახალ გულშემატკივართა დიდი რაოდენობა. კონკურსში მონაწილეობის მერე ქუჩაში გვცნობდნენ და მხარდაჭერასა და სითბოს გამოხატავდნენ", - აღნიშნავს მანუჩარ ხუბულავა.
ავტორი: ანი ნიქაბაძე