საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მმართველმა პარტიამ დემოკრატიული და სახალხო გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს აჩვენებს, რომ მმართველის პარტიისთვის მთავარია ხალხი, მისი აზრი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.
ეს არის სახალხო გადაწყვეტილება და იმის დასტური, რომ მმართველი პარტია არ კარგავს და პირიქით, უფრო აძლიერებს კავშირს ხალხთან“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.