logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზის“ 20 თანამშრომელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ
- +

24 ივნისი. 2019. 18:50

 

საქართველოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებმა 3-კვირიანი ტრენინგი გაიარეს.  კომპანია, „SafCo“-ს საერთაშორისო კვალიფიკაციისა და სერთიფიკატების მქონე ტრენერების  მიერ ჩატარებული  ტრენინგი  „მართე -  უსაფრთხოდ“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ბრიტანული სასერტიფიკატო პროგრამის - IOSH (The Institution of Occupational Safety and Health) ლიცენზირებულ სასწავლო კურსს წარმოადგენს.

 

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების მიერ აღნიშნული ტრენინგის გავლა,   კომპანიაში შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვას ემსახურება. რაც უზრუნველყოფს თანამშრომელთა დაცვას მავნე და სახიფათო სამუშაო ფაქტორებისგან, უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს    მომუშავეთა ჯანმრთელობისა და საწარმოო პროცესის უსაფრთხოებას.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner