logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: თეთრი „აუდი“არასოდეს მყოლია
- +

1 ივნისი. 2016. 11:32


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სათაურით - „უახლესი ინფორმაცია „რუსთავი "-ის საკითხზე" ინფორმაციას „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს:


რუსთავი 2"-მა 31 მაისის 9-საათიან გამოშვებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბაშიძის ქუჩაზე სუპერმარკეტთან მთვრალმა ახალგაზრდებმა ღამით გადაკეტეს ქუჩა და თითქოს ინციდენტში არჩილ თალაკვაძის თეთრი აუდის"  მარკის ავტომანქანა ფიგურირებს.

 

მეგობრებო, ინციდენტთან, რომელზეც საუბარი იყო რუსთავი 2"-ის სიუჟეტში, არავითარი კავშირი არც მე და არც ჩემს კოლეგებს არ გვაქვს. თეთრი აუდიც" არ არის ჩემი და არასოდეს არ მყოლია. ჩემს მძღოლს, 50 წლის პროფესიონალს, რომელიც 2013 წლიდან დღემდე მემსახურება, კანონი არასოდეს დაურღვევია და არც ამ შემთხვევასთან აქვს რაიმე კავშირი.

 

ყოველთვის თავს ვიკავებდი რომელიმე მედიასაშუალების ლანძღვისგან და არც ახლა ვაპირებ, ლანძღვით ვუპასუხო ამ ტყუილს.

 

ამ ფაქტზე, რომელზეც რეაგირება მაშინვე მაოხდინა პოლიციამ, ვრცელი განმარტება ჩვენმა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა და რატომღაც რუსთავი 2"-მა ეს განცხადება არ გამოიყენა სიუჟეტში", - წერს თალაკვაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner