ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პარლამენტის ბიუროს წარუდგინა.
ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ვოლსკის კანდიდატურა.
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეს არჩილ თალაკვაძე შეცვლის.