„პირადად მქონდა საუბარი ამ თემაზე და არ ვაპირებდი გასაჯაროებას, მაგრამ რახან პასუხი არ ჩანს, ვიტყვი“, - განაცხადა ჯგუფ „რეზო და ბავშვები-ს“ სოლისტმა რეზო ბლიაძემ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში.
„ხელშეკრულებაში დევს ასეთი პუნქტი - თუ ჩვენ შევწყვეტდით მათთან ურთიერთობას, სამი თვის განმავლობაში მათ ექნებოდათ ჩვენი კუთვნილი ჰონორარის შეგროვების უფლება. ვინაიდან ჩვენ მიწერილი გვაქვს ხელშეკრულების შეწყვეტაზე წერილი, ველოდებით პასუხს მათგან. მოცემულ სიტუაციაში აღარც თვითონ გვიგროვებენ ჰონორარს და არც ახალ საავტორო უფლებადამცველ კომპანია „GERA“-ს აძლევენ საშუალებას, ჩვენი ჰონორარი შეაგროვოს. დაგვტოვეს ასე ჰაერში გამოკიდებული, კიდევ ეგენი საუბრობენ საერთოდ რამის ოკუპაციაზე? თუ ჩემთან არ ხარ, მაშინ თავში ქვა გიხლიაო, ესაა უფლებების დაცვა „GCA“- სეულად“, - განაცხადა რეზო ბლიაძემ.