logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: „რუსთავი 2“-მა თავის თავს განაჩენი უკვე გამოუტანა
- +

1 ივნისი. 2016. 11:35


არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „facebook"-ზე წერს, რომ როგორც „ნაციონალური მოძრაობა" ასოცირდება სისხლთან, უდანაშაულო ხალხის დახვრეტებთან, ტერიტორიების დაკარგვასთან და ა.შ. ასევე „რუსთავი 2" ასოცირდება ამ სისხლთან და დანაშაულებთან.



რუსთავი 2" ვერ ააგორებს ახალ რევოლუციას.

რუსთავი 2" ვერ ჩამოგდებს ხელისუფლებას, როგორც 2003-ში.

რუსთავი 2" ვეღარ შეუვარდება პირველი თავისი კამერებით ადამიანებს პირად სივრცეში და პირად ცხოვრებაში.

რუსთავი 2" ვეღარ დაამცირებს ადამიანებს განსხვავებული შეხედულებების გამო.

რუსთავი 2" ვერ გაიმარჯვებს ქართველ ხალხზე, როგორც ეს 2003- ში მოხდა, რადგან ჩვენ 2012 წელს უარი ვუთხარით სააკაშვილის პირსისხლიან რეჟიმს და მის საინფორმაციო საშუალებებს.

საქართველოს ისტორიაში არავის მოუტანია იმდენი უბედურება, რამდენიც რუსთავი 2"-მა მოუტანა საქართველოს.

რომ არა რუსთავი 2", საკაშვილი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა.

რომ არა რუსთავი 2", არ დავკარგავდით ტერიტორიებს და არ იქნებოდა 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი.

აქედან გამომდინარე, რუსთავი 2"-მა თავის თავს განაჩენი უკვე გამოუტანა და იმედია, ახალი ხელმძვანელობის მოსვლის შემდეგ ამ ტელეკომპანიას სახელსაც შეუცვლიან, რადგან როგორც ნაციონალური მოძრაობა" ასოცირდება სისხლთან, უდანაშაულო ხალხის დახვრეტებთან, ტერიტორიების დაკარგვასთან და .. ასევე რუსთავი 2" ასოცირდება ამ სისხლთან და დანაშაულებთან", - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე „facebook"-გვერდზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner