logo_geo
eng_logo
გუდაურში ფესტივალ „Mountain Set: Kazbegi“-ს ტერიტორია დაარბიეს
- +

25 ივნისი. 2019. 10:42

 

გუდაურში ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ტერიტორია დაარბიეს. ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა: დაზიანებულია ინვენტარი და წაღებულია სამუშაო იარაღები.

 

ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ტერიტორიაზე ასობით ადამიანი კონკრეტული პირების ორგანიზებით შეიჭრა, რომლებსაც ფესტივალის ჩატარება არ სურდათ და ორგანიზატორებს მანამდეც ემუქრებოდნენ.

 

მათი თქმით, საუბარია დაახლოებით 25 ათასი ლარის ზარალზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მომხდარზე გამოძიება ქურდობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლებით დაიწყო.

 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყაზბეგში 28, 29, 30 ივნისს უნდა ჩატარებულიყო.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner