logo_geo
eng_logo
სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 41 ადამიანი გაათავისუფლა
- +

25 ივნისი. 2019. 10:43

 

20 ივნისს აქციაზე დაკავებულთა ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილი უკვე განიხილეს და  41 ადამიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, 2 კი უდანაშაულოდ ცნეს. საქმეების ნაწილს მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავდა.

 

20 ივნისს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 305 ადამიანიდან ადმინისტრაციული პატიმრობა 21 ივნისს 121 პირს შეეფარდა.

 

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

 

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner