„მე გახლდით ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე და ჩემი თვალით მაქვს ნანახი ამ ერთუჯრედიანი ამების (უგულავას ყოფილი მძღოლის) კორუფციული სქემები, რომლის მეშვეობითაც დევნილებს ფულებს პარავდა და იჯიბავდა", - წერს „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის კობა სუბელიანის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე.
„ათასჯერ მოვითხოვე ყოველივეს გასაჯაროება და სამართალდამცავებისთვის გადაცემა,მაგრამ ყველგან ყრუ კედელს წავაწყდი, ყრუ კედელს, რომელსაც სახელად კოჰაბიტაცია ერქვა. დღესაც ლტოლვილთა სამინისტროს შტატი 80%-ით სავსეა სუბელიანის ხალხით, რომლებიც მუდმივ საბოტაჟს ეწევიან. ამიტომაცაა, რომ ამდენს ბედავს და პასუხის გამცემიც არავინ ჰყავს! დევნილთა თანხების ქურდბაცაცა სუბელიანი პროკურატურას უნდა აძლევდეს ჩვენებებს", - წერს ბრეგაძე.
ცნობისთვის, კობა სუბელიანი ხელისუფლებას დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ძალიან მარტივი საზომები არსებობს, დავინახოთ, რომ ელემენტარული ფული აღარ აქვს ხალხს პრობლემების მოსაგვარებლად.
გაჩერდა ტენდერები, პროექტები. რკინიგზის შემოვლითი გზა რომ გაეგრძელებინათ და ბოლომდე დაემთავრებინათ, ქალაქში ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა საცობების თვალსაზრისით", - ამბობს სუბელიანი.